ბათუმის ტერიტორიის ნაწილს განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი მიენიჭა

ბათუმის ტერიტორიის ნაწილს განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი მიენიჭა

საკანონმდებლო მაცნეზე პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომელიც ბათუმის ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

განსაკუთრებული რეგულირების ქვეშ ექცევა ხმელეთთან ერთად საზღვაო ტერიტორიაც. როგორც დადგენილებაშია განმარტებული, აღნიშნულ ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი ტურისტულ-ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე ექნება.

აღნიშნულს საფუძვლად უდევს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი დასახლებას შეიძლება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით მიენიჭოს.

საკადასტრო რუკის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია ქალაქ ბათუმში მდინარე ბარცხანაის და ყოროლისწყალს შორის მდებარეობს და ასევე განთავსებულია ოდისეა დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ.

აღნიშნული ცვლილება, ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელებისთვის გახდა საჭირო. როგორც ცნობილია, ხელოვნური კუნძული ზღვაში 50-60 ჰექტარზე განთავსდება და პროექტში „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ $100 მილიონს ჩადებს. კუნძულზე გაშენდება ფეშენებელური სასტუმროები, ვილები, აპარტამენტები და ბულვარი.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…